დეზინფექციის პროფესიონალური მომსახურება
დარჩი სახლში!
577 22 66 88
• შეძენილი პროდუქტის ფუთები პერიოდულად შეამოწმეთ და ობიექტში შეტანას მაქსიმალურად მოერიდეთ. მოითხოვეთ მომწოდებელ ფირმისგან სერთიფიკატები.
• სველ წერტილებში დაიცავით ჰიგიენური პირობები.
• კედლებში, კაფელებს შორის ამოავსეთ სიცარიელეები.
• არ გამოიყენოთ პროფესიონალთა კონსულტაციის გარეშე შხამ-ქიმიკატები.
• საქმე მიანდეთ გამოცდილ პროფესიონალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არასცორი შეწამვლის გამო ხდება მავნებლების ტერიტორიაზე უფრო მეტად გავრცელება,განმრავლება და ჩვევა შხამ ქიმიკატებზე, რის გამოც გართულდება დროულად მავნებლების განადგურება, რაც ასევე აისახება ფინანსურ ხარჯებზე და არა სასიამოვნო შედეგებზე.
• საწყობში პროდუქტები უნდა იყვეს დაცული სასაწყობო პირობებში.
• მავნებლების დაფიქსირების შემთხვევაში დროულად შეეხმიანეთ თქვენს მომსახურე ფირმას, რათა დროულად იქნეს გატარებული ზომები.
• აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ფირმის რჩევები.
• შეწამვლის ფირმისგან აუცილებლად მოითხოვეთ:
1-გამოყენებული პესტიციდების ნებართვები,
2-პესტიციდების შესახებ ინფორმაციები(MSDS)
3-მომსახურე პირების სერთიფიკატები,
4-ჩატარებული ღონისძიებების რეპორტები, რომელშიც უნდა იყვეს ღონისძიების თარიღი, გამოყენებული პესტიციდის და აქტიური ნივთიერების დასახელება, რაოდენობა, გამოყენების მეთოდი, მომსახურე პირის მონაცემები,
• არასოდეს არ გამოიყენოთ საცხოვრებელ ობიექტებში სოფლის მეურნეობის დანიშნულების წამლები, ისინი არ შეიძლება გამოიყენოს საცხოვრებელში, დიდი ხნით რჩება ზედაფირზე და იწვევს მოწამვლის საშიშროებას.
• ამ სფეროში გამოიყენება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამლების სახეობები, რომელთა მარეგისტრირებელი ორგანო არის (NCDC) დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
(NCDC ტელ: 239 89 46, ფაქსი: 231 14 85)e-mail: ncdc@ncdc.ge
• რეგისტრირებული წამლების სია არის მოთავსებული ვებ გვერდზე- www.ncdc.ge
გახსოვდეთ რომ
“პრევენცია გაცილებით იაფია ვიდრე ანაზღაურება”
როგორც სათაური მიგვანიშნებს,ეს მომსახურება გულისხმობს პარაზიტებისგან და მავნებლებისგან წინასწარი პრევენციის მეთოდებს.პრობლემების წარმოქმნის გზების წინასწარ გათვლა წარმოადგენს რისკის კონტროლის საფუძველს.
ჩვენი ფირმა გთავაზობთ დღემდე არსებული მეთოდების ჩანაცვლებას პარაზიტებთან და მავნებლებთან ბრძოლის გზებით, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანისათვის და გარემოსათვის.ამას ყოველივეს საფუძლად უდევს ცოდნა, რეგულარული მონიტორინგი, შესაბამისი აღჭურვილობა,საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და პროფესიული მიდგომა შეწამვლის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში.
პარაზიტების პრევენციას როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ საფუძლად უდევს HACCP სტანდარტებით გათვალისწინებული კრიტიკული წერტილების აღრიცხვა, მონიტორინგი და კონტროლი.ჩვენი ფირმა,უშუალოდ პარაზიტებთან ბრძოლის გარდა, იძლევა რეკომენდაციებს პროდუქციის ჰიგიენური შენახვის, შეფუთვისა და იზოლაციის შესახებ.აღნიშნული პრინციბების გათვალისწინებით ჩვენ მოგაწოდებთ :
მომსახურებას ახორციელებს NGG-ის პროფესიონალი და სერთიფიცირებული ტექნიკური პერსონალი.
დღესდღეისობით წარმოებისა და მომსაურების სფეროში არსებული მზარდი კონკურენცია დამყარებულია ფაქტორებზე,რომლის შედეგადაც პროდუქციის წარმოება ჯანსაღი, უსაფრთხო და კანონმდებლობა დაქვემდებარებულია. N.G.G. PEST CONTROL უზრუნველყოფს დასახელებული ამოცანების შესრულებას და ამითგანაპირობებს თქვენს წარმატებულ საქმიანობას.
N.G.G.PEST CONTROL–ის ტექნიკური პერსონალი დამკვეთის თანხმობის შემდეგ იწყებს ობიექტის დათვალიერებას ადგილობრივი პერსონალის წარმომადგენელთან ერთად.ხდება კონსულტაციის ჩატარება და ობიექტის რუკის განხილვა.
მოსალოდნელი სამიზნეები შეიძლება იყოს:
იმ შემთხვევაში თუ ზიანის და დისკომფორტის გამომწვევია ქვემოთ დასახელებული სახეობები, მათ წინააღმდეგაც გატარდება სანაციის ღონისძიებები.
მნიშვნელოვანი მინიშნება:
წინასწარი დაკვირვების შემდეგ დამკვეთს წარვუდგენთ გეგმას რომელშიც აღნიშნული იქნება საჭირო აღჭურვილობა და მომსახურების ღირებულება.
NGG–ის ტექნიკური პერსონალის მიერ კონტროლის კრიტიკულ წერტილებში დამონტაჟდება მღრღნელების და მწერების მონიტორები ,რომელტაც გააჩნიათ საკუთარი ნუმერაცია.
თითოეული მონიტორი აღნიშნული იქნება ობიექტის სამუშაო რუკაზე და საერთო ნუსხაში.საჭიროების შემთხვევაში დამონტაჟდება ჩრჩილისა და პეპლის დამჭერები.მონიტორების მონტაჟის გარდა დამკვეთს გავუწევთ რეკომენდაციას საიმედო,ჰიგიენური და იზოლირებული გარემოს შექმნის მიზნით.შემდეგი საკითხები მითითებული იქნება მოქმედების ფორმაში :
N.G.G.PEST CONTROL-ის პერსონალი შეამოწმებს მონიტორების გეგმაში მითითებულ ტერიტორიას და თითოეულ მონიტორს.გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ თითოეული მონიტორის განთავსების ადგილი დარჩეს თავისუფალი.თითოეულ მონიტორში მითითებული იქნება თარიღი და მოქმედების ფორმაში მოხდება აქტიურობის აღრიცხვა.
წინა რუტინული კონტროლის დროს დაფიქსირებული აქტივაციის აღსაკვეთად,N.G.G.PEST CONTROL–ის ტექნიკოსები მიმართავენ დამატებით ზომებს,ვიდრე პარაზიტების აქტიურობა სრულად არ იქნება შეჩერებული.
N.G.G.PEST CONTROL-ის მიერ გამოყენებული როდენტიციდები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის-wHO-მიერ არის რეკომენდირებული ;მათი აქტიური ნივთიერება წარმოადგენს ანტიკოაგულანტების პირველ და მეორე თაობას,რომლებიც გამოდის ცვილის ბლოკების ფორმით.აღნიშნული ბლოკები თავსდება სპეციალურ მონიტორებში.
მღრღნელების ატიურობის დროს როდენტიციდების ბლოკების ჩამატება მოხდება ტექნიკური პერსონალის მიერ.ძლიერი აქტიურობის დროს შესძლებელია დამატებითი მონიტორების მონტაჟი.
იმ გამონაკლის შემთვევაში, როდესაც ზემოთ აღნიშნული ბლოკები არ გამოდგება მღრღნელებთან ბრძოლაში, შეიძლება გამოყენებული იქნეს ალტერნატიული მეთოდები. ამ მეთოდებიდან ერთერთია წებოვანი ფირფიტები და წებო.
მღრღნელების პოპულაციური ტალღის შემთხვევაში ობიექტს შეიძლება დაჭირდეს იზოლაცია. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პოტენციური კრიტიკული წერტილების დაფარვა . თაგვებისთვის 6 მმ დიამეტრის ჭრილი საკმარისია იმისათვის რომ მოხდეს მათი შესვლა ობიექტზე.ძირითადი შემოსვლის წერტილებია კედლები,მილების და სადენების შემოსვლის ადგილები,ჭიშკრები.***
დღესდღეისობით მსოფლიოში არსებული ყველა ნარჩენიანი ინსექტიციდი გამოყენების წინ განზავდება წყალში. დამზადებული სითხე პირდაპირ დაესხურება ზედაპირს სადაც აღინიშნება მწერების აქტიურობა.ამ სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენება ხელის მექანიკური შემაფრქვეველი.შეწამვლის დროს წარმოქმნილი წვეთებიდან ხდება წყლის აორთქლება და ზედაფირზე რჩება აქტიური ნივთიერების კრისტალები. ამ უკანასკნელის ეფექტურობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტენიანობაზე,სინათლეზე და ტემპერატურაზე.
ნორმალურ პირობებში ქიმიკატის ეფექტურობის ხანგრძლივობა საშუალოდ 1-2 კვირას შეადგენს.
ინსექტიციდები ჟელეს ფორმით: გამოიყენება ტარაკნების აქტიურობის ადგილებში.ძირითადად გამოყენების წერტილებია კედლებში,მოპირკეთებულ ზედაპირებზე არსებული ბზარები და ელექტრო ჩამრთველების ადგილებში.აღნიშნული ჟელეები რეაქციაში არ შედიან სხვა ნივთიერებთან და გამოყენებისთვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებენ.
მწერების უმეტესობა გაურბის განათებულ ადგილებს და თავს აფარებს კედლების ვიწრო,დაბზარულ ადგილებს. იზოლაციის მიზნით საჭიროა ასეთი ადგილების რესტავრაცია,მილებისა და სადენების კედელში გასვლის ადგილების,კარების და ფანჯრების ირგვლივ არსებული ღრუების და ა.შ.***
ნარჩენიანი ინსექტიციდები: ეს ნივთიერებები გამოიყენება მფრინავი მწერებისთვის,გამოყენების წერტილებია ნაგავსაყრელები,დაჭაობებული ადგილები.
ამ ტიპის პესტიციდები გამოიყენება დახურულ შენობებში არსებული მწერების წინააღმდეგ დაგანაწილების მიზნითგამოიყენება ელექტრო ძრავიანი და თხევად საწვავიანი აპლიკატორები.
შეწამვლის წინ ხდება შენობის განთავისუფლება,ადამიანებისგან დაცლა,ღიაწერტილების დაფარვა.
ULV–ეს ალტერნატიული მეთოდია დაბოლება ქიმიკატის სპეციალურ გამსხნელში წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლით.რამდენადაც ამ გზით სწრაფად ხდება დიდი ტერიტორიის დაფარვა, ეს მეთოდი გამოიყენება დიდი შენობის შესაწამლად.
შენიშვნა: გამოყენებული ბოლი მოქმედებს შენობის სახანძრო სიგნალიზაციაზე.საჭიროა პერსონალის წინასწარი გაფრთხილება.
ფანჯრებსა და კარებზე საჭიროა მწერების დამცავი ბადეების დამონტაჟება.ყველაზე ხშირად გამოყენებულ კარებსა და გასასვლელებზე პოლიეთილენის ფარდების გამოყენება.***
*** შენიშვნა: N.G.G.PEST CONTROL-ის ტექნიკოსები მოქმედების ფორმაში საჭირო იზოლაციის წერტილებს მიუთითებს და შემდგომი ზომების მიღება იზოლაციის შესახებ შედის დამკვეთის ვალდებულებაში. თუ დამკვეთი ითხოვს ფირმისგან იზოლაციის ჩატარებას,მაშინ ის იხდის აღნიშნული მომსახურების დამატებით საფასურს.